რუსულმა საოკუპაციო ძალებმა კირბალიდან 36 წლის მამაკაცი გაიტაცეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში რუსულმა საოკუპაციო ძალებმა 36 წლის მამუკა სამხარაძე გაიტაცეს.
გატაცებული სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე შეშის მოსატანად იყო წასული. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი მე-3 დღეა არ გამოჩენილა.
არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირებს გატაცებული ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში ჰყავთ.