დე ფაქტო ცხინვალი დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ხის მასალას მიაწვდის

დე ფაქტო ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი დონეცკის თვითგამოცხადებულ სახალხო რესპუბლიკას მაღაროების გასამაგრებელი სამუშაოების ჩასატარებლად, ხის მასალას მიაწვდის. ინფორმაციას “რია ნოვოსტი” დე ფაქტო ხელისუფლების ადმინისტრაციის მეთაურ ევგენი ლავრენოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ჩვენ ვიპოვეთ შესაძლებლობა ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან შემოვიტანოთ ხე-ტყე მაღაროელებისთვის. ამ დროისთვის ორგანიზაცია “დონბასის” ქვანახშირი” სამხრეთ ოსეთის მხარესთან შესაბამის კონტრაქტს აფორმებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ დამოუკიდებლობას ხე-ტყის მიღების კუთხით იმისთვის, რომ ვაწარმოოთ ქვანახშირის მოპოვება”, – აღნიშნეს დე ფაქტო ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები