რუსეთსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის საავტომობილო მიმოსვლა შეწყდა

ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, ტრანსკავკასიურ ავტომაგისტრალზე მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლა შეწყდა. ინციდენტი საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ზარამაგიდან“ 2 კილომეტრში მოხდა.
მეწყრის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა. საავტომობილო მიმოსვლა ორივე მიმართულებით შეჩერებულია. დილიდან მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. მაშველებს 60 მეტრის სიგრძის მიწის გაწმენდა მოუწევთ. სავარაუდოდ, გზა დღეს საღამოსთვის უნდა გაიხსნას.
შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის საავტომობილო მიმოსვლა მიმდინარე წლის აპრილში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად გადაიკეტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები