წლის დასაწყისიდან აფხაზეთში 11 ადამიანი დაიხრჩო

2015 წელს აფხაზეთში 11 ადამიანი დაიხრჩო. ამის შესახებ, სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა მინისტრის პირველმა მოადგილემ ტიგრან დელიბალტიანმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ხუთი აფხაზეთის მკვიდრია, ხუთი რუსეთის მოქალაქეა და ერთი ფინელი.
დელიბალტიანის განცხადებით, ადამიანები, ძირითადად, უსაფრთხოების წესების დარღვევის, ცურვის არცოდნის და ალკოჰოლის ზემოქმედების მდგომარეობაში ცურვის გამო იღუპებიან.
„ჩვენ ვცდილობთ ზღვაზე უსაფრთხოების წესების დაცვას, მაგრამ 220 – კილომეტრიანი სანაპიროს გაკონტროლება ძალზე რთულია, ვინაიდან ხალხი არ გვყოფნის“, – აცხადებს დელიბალტიანი.
მისი ინფრომაციით, 9 წლის განმავლობაში აფხაზეთში 145 ადამიანი დაიხრჩო. ეს ციფრი გაცილებით ნაკლები იქნებოდა შესაბამისი ინფრასტრუქტურის და პერსონალის არსებობის შემთხვევაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები