რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის „სამეკავშირეო ხელშეკრულება“ ძალაში შევიდა

რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მეკავშირეობის და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება ძალაში შევიდა. „სპუტნიკის“ ინფორმაციით, ხუთშაბათს მხარებმა დოკუმენტის რატიფიკაციის შესახებ რწმუნებათა სიგელები გაცვალეს.
„სამეკავშირეო ხელშეკრულებას“ 18 მარტს ვლადიმერ პუტინმა და ლეონიდ თიბილოვმა მოაწერეს ხელი. მოგვიანებით რუსეთის ფედერაციის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტებმა მისი რატიფიცირება მოახდინეს.
დოკუმენტის მიხედვით იგეგმება შეთანხმებული საგარეო პოლიტიკის წარმოება, თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის შექმნა, ასევე სამართლდამცველი ორგანოების საკოორდინაციო ცენტრის ჩამოყალიბება.
რუსეთი ვალდებულებას იღებს ე.წ. სამხრეთ ოსეთში ხელფასები და პენსიები ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებს გაუტოლოს. ასევე ხელი შეუწყოს განათლების, მეცნიერების და კულტურის განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები