ერგნეთში რიგით 57-ე შეხვედრა გაიმართება
სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი 57-ე შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე საქართველოს სახელმწიფო დროშის ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხი უნდა გადაწყდეს.
სახელმწიფო სიმბოლიკა საოკუპაციო ხაზთან ხურვალეთისა და წითელუბნის მონაკვეთზე სამხედრო ფორმიანმა და ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა ერთი კვირის წინ ჩამოხსნეს.
დროშა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის ნაცვლად ჟურნალისტებმა აღმართეს.
ასევე შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ვითარება და ადგილობრივთა პრობლემები განიხილება, მათ შორის მოსავლის აღების მხრივ.
იმსჯლებენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გაუჩინარებულ საქართველო ორ მოქალაქეზე, რომლებიც, ქართული მხარის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შენიშნეს.