ხურვალეთიდან გატაცებული დავით ხუროშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს

ე.წ. რუსი მესაზღვრების მიერ გორის რაიონის სოფელ ხურვალეთიდან გატაცებული დავით ხუროშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს. ამჟამად 48 წლის მამაკაცი გორის რაიონის შს სამართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ხურვალეთის მცხოვრები დავით ხუროშვილი 25 ივლისს იმ დროს აიყვანეს, როდესაც ოჯახის წევრებთან ერთად საკუთარ ბაღში მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები