ინტერნეტში სოხუმის მკვიდრის ცემის კადრები გავრცელდა (ვიდეო)

ინტერნეტში გავრცელდა კადრები, რომელზეც ჩანს, თუ როგორ სცემენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის თანაშრომლები სოხუმის მკვიდრს ასტამურ გერხელიას.
გერხელიას ფიზიკური შეურაცხყოფა ე.წ. უშიშროების სამსახურის თანაშრომლებმა 25 ივლისს მიაყენეს. ამის შემდეგ ის სოხუმის პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, მაგრამ რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით აფხაზეთის ე.წ. სამხედრო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ძალის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.
ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ ამ ფაქტის გამოძებაზე კონტროლი ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანს მუჰამედ კილბას და ე.წ. გენერალურ პროკურორს ელექსეი ლომიას დაავალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები