ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადააყენა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ბორის ჩოჩიევი გადააყენა. ამის შესახებ სააგენტო „სპოუტნიკს“ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა განა იანოვსკაიამ განუცხადა.
„ბორის ჩოჩიევი პრეზიდენტის ბრძანებულებით თანამდებობიდან გადაყენებულია. ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი ალან ჯიოევი გახდა, რომელიც ადრე იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა“, – განაცხადა იანოვკაიამ. მისივე ინფორმაციით, ჩოჩიევი თიბილოვის თანაშემწის პოსტს დაიკავებს.
ბორის ჩოჩიევი ლეონიდ თიბილოვის ადმინისტრაციის ხელმღვანელად ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი არჩევის შემდეგ მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები