ცხინვალში მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ცოცხლად დაიწვა

ცხინვალში ხანშიშესული მამაკაცი დღეს საკუთარ ავტომობილში დაიწვა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში განუცხადეს.
„შეტყობინება ადგილობრივი მოსახლეობისგან შემოვიდა, მათ აალებული მანქანის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდეს. ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ავტომობილზე მოკიდებული ცეცხლი ჩააქრეს, მაგრამ იქ მყოფი პირის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადეს ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში.
სამსახურის თანაშრომლებს ეჭვი აქვთ, რომ მამაკაცმა ავტომანქანას ცეცხლი განზრახ მოუკიდა და საქმე გვაქვს თვითმკვლელობასთან.
„ამ ადამიანის ცხედარი ავტომანქანის უკანა სავარძელზე აღმოვაჩინეთ. მანამდე კი მან, თვითმხილველების ინფორმაციით, მეზობელს ბენზინი სთხოვა და ცხოვრებაში არსებულ პრობლემებზე საუბრობდა“, – განაცხადეს სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები