სოხუმში აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა მოქალაქეს სასტიკად სცემეს

სოხუმის მკვიდრი, რომლის ვინაობა არ სახელდება, ქალაქის საავადმყოფოს სიახლოვეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
ინციდენტის სხვა დეტალები არ საჯაროვდება. ცნობილია, რომ რუსეთიდან დაბრუნებულმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ ამ საკითხზე ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა გამართა, რომელსაც ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მოქალაქის ცემის ფაქტზე ხაჯიმბამ შესაბამის უწყებებს დამნაშავე პირების დაკავება და მათი დასჯა, ამ დავალების შესრულებაზე კონტროლი კი ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანს მუჰამედ კილბას დაავალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები