ე.წ. მესაზღვრეებმა ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დავით ხუროშვილი დააკავეს
გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა საკუთარ ბაღში ადგილობრივი მკვიდრი დავით ხუროშვილი დააკავეს. ხუროშვილთან ერთად ბაღში მისი ოჯახის წევრები მუშაობდნენ .
დაკავებულის დედის განცხადებით, მის შვილს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს და საკუთარ მიწის ნაკვეთში მუშაობდა. ციური ხუროშვილის თქმით, მისმა შვილმა მოგვიანებით ტელეფონით დარეკა და თქვა, რომ ე.წ. მესაზღვრეებს ცხინვალის მიმართულებით გადაჰყავდათ.