ე.წ. სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ დავით სანაკოევის სარჩელი დააკმაყოფილა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის დავით სანაკოევის სარჩელი დააკმაყოფილა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტის 13 მარტის დადგენილება მის მიმართ უნდობლობის გამოცხადების შესახებ უკანონოდ ცნო.
ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ პარლამენტის დადგენილების მიღებისას დარღვეული იყო რეგლამენტის რამდენიმე მუხლი, შესაბამისად მას „იურიდიული ძალა არ გააჩნია“.
სააგენტო „ოსინფორმის“ ცნობით, ეს გადაწყვეტილება ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დავით სანაკოევის აღდგენას არ გამოიწვევს. ამასთანავე, ეს პარლამენტის მიერ დაშვებულ კანონის დარღვევაზე მიუთითებს, რაზეც შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს.
ამ საკითხზე არც სანაკოევი, არც ე.წ. პარლამენტის ხელმძღვანელობა კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.