ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები ნავთობის მოპოვების წინააღმდეგ გამოდიან
ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოსახლეობას მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ კანონს „აფხაზეთში ნავთობის და გაზის მოპოვების მორატორიუმის შესახებ“.
სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტი 29 ივლისს ამ კანონპროექტს განიხილავს. მოწოდების ავტორები აცხადებენ, რომ სანედლეულო კომპანიებს ნავთობის და გაზის მარაგზე საკუთრების უფლება გადაეცათ. კონსტიტუციის მიხედვით კი ის აფხაზი ხალხის საკუთრებაა. „ნავთობის მოპოვება რეგიონის უნიკალური ეკოსისტემისთვის საფრთხის გარდა, აფხაზეთისთვის ეკონომიკურ და სოციალურ რისკებს შეიცავს, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობასთან შეუთავსებელი რამ არის“, – ნათქვამია განცხადებაში.