ჩრდილოეთ ოსეთისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტები შეთანხმების გაფორმებას აპირებენ
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტები თანაშრომლობის შეთანხმების გაფორმებას აპირებენ. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერის ლეონიდ თიბილოვის და ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერის სტანისლავ კესაევის შეხვედრაზე იყო საუბარი.
კესაევის განცხადებით, ეს დოკუმენტი პრაქტიკულად მზად არის და მასზე მუშაობა წინა მოწვევის პარლამენტშიც მიმდინარეობდა.
თიბილოვის თქმით, შეთანხმება 20 სექტემბერს გაფორმდება, როდესაც სამხრეთ ოსეთში „რესპუბლიკის დღე“ აღინიშნება. ამ დღეს, 1990 წელს, სამხრეთ ოსეთის უმაღლესმა საბჭომ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის დეკლარაცია“ მიიღო.