ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას საქართველოს ე.წ. საზღვართან ახალი სახლები გადასცეს

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში, საქართველოს ე.წ. საზღვართან მოსახლეობისთვის 49 ახალი სახლის მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ე.წ. მშენებლობის მინისტრმა ედუარდ ძაგოევმა შეატყობინა.

„მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. 30 ივლისისთვის ყველა სახლი ექსპლოატაციაში ჩაბარდება. ჩვენ ამ პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით“, – განაცხადა ძაგოევმა.

მისი ინფორმაციით, ახალი სახლები ახალგორის და ზნაურის რაიონებში, ასევე სოფლებში: დმენისი, თედელეთი, სინაგური, სატიკარა და გუჯაბაურში აშენდა. ედუარდ ძაგოევის ინფორმაციით, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების სიაში კიდევ 100 ადამიანია შეტანილი.

როგორც „სპუტნიკს“ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა ანატოლი პლიევმა შეატყობინა, ახალი სახლების მშენებლობა იმ ადამიანების საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ხდება, რომლებიც რთულ პირობებში ქალაქებისგან მოშორებით ცხოვრობენ, მაგალითად, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს ე.წ. საზღვრის სიახლოვეს. ამით, პლიევის აზრით, ამ რაიონებიდან მოსახლეობის გადინების პროცესი უნდა შეჩერდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები