აფხაზეთში ავტომობილი მდინარე ბზიფში ჩავარდა (ვიდეო)
“Ssang-Yong“-ის მარკის ჯიპი, რომელშიც რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ, აფხაზეთში რიწის ტბის სიახლოვეს ხრამში გადავარდა. ავტომობილი მდინარე ბზიფში 20 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა. მანქანაში შვიდი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ორი ბავშვი. ერთმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო, ხოლო 4 წლის გოგონა ავარიის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაიკარგა. მაშველები ვარაუდობენ, რომ ის მდინარემ წაიღო.
როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, აფხაზეთის მკვიდრი ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.