„პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი საქართველოს მიმართ ახორციელებს, საქართველოში სწორად არ არის გააზრებული“

ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ საზღვრის გადმოწევის ფაქტთან დაკავშირებით ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა და ქართველი პოლიტიკოსები საკითხისადმი „ჰარი-ჰარალე დამოკიდებულებაში“ დაადანაშაულა. გიორხელიძის განცხადებით, ქართული პოლიტიკა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე აგებული არ არის. მისი თქმით, პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი საქართველოს მიმართ ახორციელებს, საქართველოში სწორად გააზრებული არ არის.
„ჩვენმა პოლიტიკოსებმა რეალობის გრძნობა დაკარგეს და იმას არ გრძნობენ, რაც აშკარაა. ქართული ტერიტორიის ყოველი დაკარგული მეტრი უდიდესი სირთულეებით იქნება დასაბრუნებელი და თუ ეს მოხდება, უზარმაზარი ფასიც იქნება გადახდილი. პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი საქართველოსთან მიმარტებაში ახორციელებს, საქართველოში სწორად გააზრებული არ არის. ამიტომ რაკი დიალოგი არ არის, რაკი ქართული პოლიტიკა არ ცდილობს საკუთარი მეგობარი ქვეყნების და სტრატეგიული პარტნიორების მეშვეობით დაარეგულიროს ურთიერთობა.
უსაფრთხოების საკითხები პრიმიტიულად არ წყდება, არსებობს ინტერესები, არსებობს ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა, საქართველოსთვის რუსეთთან ურთიერთობა პირველი პრობლემაა და ეს დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან. საქართველოს მხრიდან ჰარი-ჰარალე დამოკიდებულებაა. რუსეთისგან გვემუქრება საფრთხე. თუ ჩვენ კონფრონტაციულ პოლიტიკას გავაგრძელებთ, გავაგრძელებთ პოლიტიკას, რომელიც არ არის საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე აგებული. ჩვენი პოლიტიკა იდეაფიქსებზე და ვაიპარტიების წარმომადგენელ ვაიპოლიტიკოსების დილეტანტურ განცხადებებზეა აგებული“, – განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები