პრემიერ–მინისტრი შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის კანდიდატურას 1 აგვისტომდე წარადგენს

პრემიერ–მინისტრი შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის კანდიდატურას საზოგადოებას 1 აგვისტომდე წარუდგენს,–ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
„გუშინ პარლამენტმა დაამტკიცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ვახტანგ გომელაურის კანდიდატურა. მანამდე ის შეასრულებს შს მინისტრის მოვალეობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი მინისტრის კანდიდატურას კი ორშაბათს დავასახელებ“,–განმარტა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები