დავით უსუფაშვილი: ნატოს წევრი სახელწიფოების წარმომადგენლები გმობენ ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან განვითარებულ მოვლენებს

ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ნატოს წევრი სახელწიფოების წარმომადგენლები გმობენ ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან განვითარებულ მოვლენებს.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ნატოს წევრი სახელმწიფოები გმობენ რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმებასაც და საქართველოს მთავრობის პოზიციას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

„მათი პოზიცია არის ძალიან მყარი, ეს საჯაროდაც გამოხატეს, რომ ისინი გმობენ ამდაგვარ მოვლენებს, ისევე, როგორც აფხაზეთთან, ცხინვალთან დადებულ ე.წ. სათანამშრომლო ხელშეკრულებებს რუსეთის მხრიდან და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს მთავრობის, ხელისუფლების პოზიციას იმის შესახებ, რომ ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს, არ უნდა აღმოვჩნდეთ ემოციების ტყვეობაში იმიტომ, რომ ეს იქნება მოწინააღმდეგის, მტრის წისქვილზე წყლის დასხმა.

ამიტომ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ხაზი და ეს არის მათი ძალიან დაბეჯითებული რეკომენდაცია, რომ არათუ ინიციატორი ვიყოთ დამატებით დაძაბულობის, არამედ არ ავყვეთ პროვოკაციებს. ეს არის სწორი გზა იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც ვართ; ეს არის სწორედ იქით მიმავალი, რომ მოგვარდეს ეს პრობლემები და არ აღმოვჩნდეთ ახალ პრობლემებში ჩათრეულნი“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები