საოკუპაციო რეჟიმმა კნოლევიდან გატაცებული მამაკაცი გაათავისუფლა
საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ კნოლევიდან გატაცებული 53 წლის ხვიჩა თოთლაძე გუშინ საღამოს გაათავისუფლა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ადასტურებს. გადაწყვეტილება ორი დღის წინ ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს. მოთხოვნა ქართულმა მხარემ დააყენა. ხვიჩა თოთლაძე რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ზოლის გადაკვეთის ბრალდებით შაბათს დააკავეს.
შალვა ენუქიძის თქმით, ამ დროისთვის არც ერთი გატაცებული პატიმრობაში არ რჩება, გარდა ერთისა, რომელსაც რამდენიმე წელი აქვს მისჯილი. მისივე თქმით, საოკუპაციო ხაზთან სიმშვიდეა და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ აქვს.