დავით ბაქრაძემ ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინეტგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ტორონტოში ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.
სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე – ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, საგარეო გამოწვევებსა და საფრთხეებზე ისაუბრა.
დავით ბაქრაძემ ყურადღება გაამახვილა 2016 წელს ვარშავაში დაგეგმილი ნატოს სამიტისთვის მზადების პროცესსა და მოლოდინებზე. სიტყვით გამოსვლის შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრა ატლანტიკურ საბჭოში კანადაში სახელმწიფო მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.