„პირდაპირ მითხრეს, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ მზად არიან შეხვდნენ ქართველ კოლეგებს“

მოსკოვში გამართული შეხვედრებისას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებთან შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვეს, – ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში განაცხადა.
„მე პირდაპირ მითხრეს, ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა, რომ ისინი მზად არიან, თუნდაც ნეიტრალურ ტერიტორიაზე, შეხვდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ესაუბრონ მათ, კარგად გაიგონ რა პრობლემებია და რა გამოსავალი შეიძლება იყოს რუსულ-ქართულ ურთიერთობაში, თუ ამაზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა მზაობა იქნება.
ახლა კონკრეტულ გვარებს არ დავასახელებ, ვიდრე პირადად არ მივაწოდებ ინფორმაციას ამ შესაძლებლობის შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებს, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაყენებ, მაგრამ თუ უარი იქნება, მაშინ აუცილებლად ვიტყვი რა შესაძლებლობებზე ამბობს საქართველოს ხელისუფლება უარს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები