პრემიერი: ვიცი, რომ პროკურატურა ხვალ აპირებს რამდენიმე საქმის დახურვას და მოქალაქეების სამართლიანობის აღდგენას

ვიცი, რომ პროკურატურა ხვალ აპირებს რამდენიმე საქმის დახურვას და მოქალაქეების სამართლიანობის აღდგენას – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა “20/30”-ში განაცხადა.
პრემიერს თქმით, ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება იყო ერთ-ერთი მძიმე გამოწვევა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავარი პრინციპი, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში შემოიტანა და დაამკვიდრა, სამართლიანობა, კანონისადმი პატივისცემა და ადამიანურობაა.
“ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რის გამოც ჩვენი მოსახლეობა სამართლიანად იყო შეწუხებული, იყო ის უსამართლობა, რომელიც წინა მთავრობამ – “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაამკვიდრა. ეს იყო რეპრესიული მანქანა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იმართებოდა. არაერთი ფაქტი იქნა გამოძიებული და მთელმა მსოფლიომ ნახა, რა ვითარებაში ამყოფებდნენ ჩვენს მოქალაქეებს წინა ხელისუფლების წარმომადგენლები.
ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება იყო ერთ-ერთი მძიმე გამოწვევა. რასაც არ და ვერ აიტანს ჩვენი მოსახლეობა, ეს არის უსამართლობა. როცა მმართველი უსამართლოა, მისი საქმე დამთავრებულია. ასე რომ, ჩვენი მთავარი პრინციპი, რაც პოლიტიკაში შემოიტანა და დაამკვიდრა ჩვენი კოალიციის დამფუძნებელმა, ბატონმა ივანიშვილმა, არის სამართლიანობა, კანონისადმი პატივისცემა და ადამიანურობა.
ეს პრინციპები ჩვენი ხელისუფლების ყოფნის პირობებში და შემდეგაც ჩვენთვის სახელმძღვანელო იქნება, პროკურატურას ჰქონდა და აქვს უდიდესი გამოწვევა, ვინაიდან ათასობით საჩივარი დახვდა, ოპონენტებისთვის ადვილია საუბარი იმაზე, რატომ არ აღდგა სამართლიანობა, მაგრამ თუ გავიხსნებთ, რომ უამრავი საჩივარი იყო შესული პროკურატურაში ამ თითოეული საჩივრის დახარისხება იყო აუცილებელი. ჩვენ ერთი ხელის მოსმით ვერ აღვადგენდით ამას სჭირდება შესწავლა, ჩვენ, ხელისუფლებაში უფრო მეტი მოგვეთხოვება, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაექებს, რადგან ჩვენ მათ ბედზე ვზრუნავთ. ჩვენ არ გვქონდა უფლება, უპასუხისმგებლოდ და პოპულისტურად მოვქცეულიყავით. ამიტომ დავიწყეთ ეტაპობრივად საჭირო იყო ამ პროცესის თანმიმდევრულად და ეტაპობრივად მართვა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის ინფორმაციით, პროკურატურა ხვალ აპირებს რამდენიმე საქმის დახურვას და მოქალაქეების სამართლიანობის აღდგენას.
“პროკურატურაში შექმნილია შესაბამისი დეპარტამენტი, ვიცი, რომ პროკურატურა ხვალ აპირებს რამდენიმე საქმის დახურვას და მოქალაქეების სამართლიანობის აღდგენას. ზარალი არის რამდენიმე მილიარდი დოლარის. სახელმწიფოს არ აქვს საშუალება, ერთი ხელის მოსმით, გაუაზრებლად აიღოს ამ თანხაზე ვალდებულება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები