ირაკლი ღარიბაშვილი: აბსურდია, მთავრობას მოსთხოვო ღვარცოფის თავიდან აცილება

ჩვენ ვერ შევძლებდით სტიქიის თავიდან აცილებას, აბსურდია, მთავრობას მოსთხოვო ღვარცოფის თავიდან აცილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა “2030”-ში განაცხადა.
პრემიერმა იაპონიისა და აშშ-ს მაგალითები დაასახელა, სადაც რამდენიმე წლის წინ სტიქიასთან ბრძოლა საკმაოდ გაუჭირდათ.
„საუბარი მთავრობის ეფექტურობაზე, კოორდინაციასა და დროულ რეაგირებაზე უადგილოა მაშინ, როდესაც სტიქიას 22 ადამიანი ემსხვერპლა“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საჭიროა დროული რეაგირება, ერთიანი, კოორდინირებული მოქმედება და მთავრობამ სტიქიის დღეებში აჩვენა, რომ ერთ გუნდად მუშაობს. მისი თქმით, მთავრობამ მოსახლეობის ზიანი დეტალურად აღწერა და ზარალის კომპენსაციის პროცესი უკვე დაიწყო.
“უბინაოდ დარჩენილებს ბინებს შევუძენთ, ისინი კომპენსაციას მიიღებენ. არავინ დარჩა ყურადღების გარეშე. იდეალური, რა თქმა უნდა, არაფერია და უკეთესობისკენ უნდა მივისწრაფოდეთ, თუმცა ჩვენ მაქსიმუმი შევძელით”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები