ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ წლის ბოლოს 2%-იან ეკონომიკურ ზრდას მივაღწევთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წელს საქართველოში 2%-იანი ეკონომიკური ზრდაა მიღწევადი. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა GDS-ის გადაცემა “2030“-ის ეთერში ჩართვისას განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, წელს ქვეყანაში 5%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო დაგეგმილი, თუმცა სხვადასხვა გარემოებებიდან გამომდინარე მაჩვენებელი 2%-მდე შემცირდა.
“ჩვენ წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე ეს არის კრიზისი აღმოსავლეთში -“ისლამური სახელმწიფოს“ პრობლემა, ეს არის ნავთობის ფასები, უკრაინაში, რუსეთში კრიზისი, ამიტომ რა თქმა უნდა, ამ პროგნოზს ვერ შევასრულებდით და არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ყველა ქვეყანას რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში, მოუწიათ ეკონომიკური ზრდის პარამეტრების გადახედვა. ჩვენც ასე მოვიქეცით, გავიარეთ კონსულტაციები, სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებთან შევთანხმდით, რომ წელს მიღწევადია 2%-იანი ზრდა, თქვენ თუ გადახედავთ 2 კვარტლის შესრულებას, ნახავთ, რომ ბიუჯეტი გადაჭარბებით სრულდება, ჩვენ პრაქტიკულად არ გვაქვს ჩავარდნა ამ მიმართულებით. ასევე ეკონომიკური ზრდაც აღინიშნება, პირველ კვარტალში ჩვენ გვქონდა 3.2 მეათედი ეკონომიკური ზრდა, მეორე კვარტალში შემცირებულია, თუმცა მაინც ვართ ოპტიმისტურად განწყობილნი, რომ წლის ბოლოს მივაღწევთ 2%-იან ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები