ავსტრიამ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

დღეს ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ პლენარულ სხდომაზე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რატიფიცირების საკითხზე მომხსენებელი ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი კლაუდია დურხშლაგი (ავსტრიის სახალხო პარტია – ÖVP) იყო.
რატიფიცირების პროცესს ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციის და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი სებასტიან კურციც დაესწრო. კურცმა გამოსვლაში საქართველოსთან ავსტრიის თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა რომ, საქართველოსთან ხელმოწერილ ასოცირების შეთანხმებას ეს ურთიერთობები თვისობრივად მაღალ დონეზე აჰყავს.
აღნიშნული შეთანხმება, ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) საგარეო პოლიტიკის კომიტეტმა, 30 ივნისს დაამტკიცა.
დოკუმენტის რატიფიცირება ევროკავშირის წევრმა 23-მა ქვეყანამ მოახდინა. ეს ქვეყნებია: ბულგარეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, მალტა, სლოვაკეთი, შვედეთი, უნგრეთი, ესტონეთი, ხორვატია, დანია, ირლანდია, გაერთიანებული სამეფო, ფინეთი, გერმანია, ლუქსემბურგი, პოლონეთი, ჩეხეთი, პორტუგალია, სლოვენია, კვიპროსი, ავსტრია და ნიდერლამდების სამეფო.
ამასთან, დოკუმენტის რატიფიცირება ევროპარლამენტშიც მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები