მიხეილ სააკაშვილმა ოდესის ველომარათონში მიიღო მონაწილეობა (ვიდეო)

ოდესის საოლქო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობა მიიღო ველომარათონში, რომელიც უკრაინის სამხედრო-საზღვაო დღესთან დაკავშირებით გაიმართა.
„ცუდმა ამინდმა ჩვენ განწყობა არ გაგვიფუჭა, ჩვენ ძალიან საინტერესო ველომარათონი გავმართეთ ოდესის გზებზე და გზაში ბევრი მომღიმარე ადამიანი შეგვხვდა“, – დაწერა სააკაშვილმა ფეისბუქის გვერდზე. სააკაშვილს, ისევე როგორც ველომარათონის სხვა მონაწილეებს, ზოლებიანი მაისური ეცვა.
ოდესის გუბერნატორმა ასევე განაცხადა, რომ ოდესის პროფკავშირების სახლში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების შტაბი განთავსდება. მისი თქმით, ეს შენობა სამხედრო მდგომარეობის შესაბამისად ჩამორთმეული უნდა იყოს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადაეცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები