რიჩარდ ნორლანდი: ამერიკის დამოუკიდებლობის დღე არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

„ამერიკის დამოუკიდებლობის დღე არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ამერიკის საელჩოს ეზოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ამერიკულ პიკნიკზე განაცხადა და დასძინა, რომ 4 ივლისი საქართველოში მისი ელჩობის ბოლო თარიღია.
„”ჩვენ ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთობლივად ვზეიმობთ 4 ივლისს უკვე ზედიზედ მეთხუთმეტე წელია. ჩემთვის დღევადნელი დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვნია, რადგან ეს იქნება ჩემი ბოლო 4 ივლისი საქართველოში ელჩობის დროს“, – განაცხადა ნორლანდმა.
მისივე თქმით, ამერიკის სავაჭრო პალატა და მისი საქმიანობა მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს ეკონომიკური განვითარების და ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში. „მოხარული ვართ, რომ ამერიკული ბიზნესწრეების ჩართულობა საქართველოში და დისკუსიები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ძლიერდება ყოველწლიურად“, – აღნიშნა მან და ყველა ქართველს მადლობა გადაუხადა.
მისივე თქმით, ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაცია საქართველოს ბოლო ორი დღის განმავლობაში სტუმრობდა და მთავრობის წარმომადგენლებთან მათი მთავარი თემა იყო ეკონომიკური ურთიერთობები.
რიჩარდ ნორლანდი საქართველოს დაახლოებით ორ კვირაში დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები