თბილისში ქართველი და რუსი ექსპერტების შეხვედრა გაიმართა
რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით, თბილისში ქართველი და რუსი ექსპერტების შეხვედრა გაიმართა, რომელშიც პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში ქართველმა და რუსმა ექსპერტებმა აბაშიძე-კარასინის პრაღაში დაგეგმილი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის ერთობლივ რეკომენდაციები შეიმუშავეს, რომელიც საბოლოო სახით ერთი კვირის განმავლობაში ჩამოყალიბდება და მოლაპარაკებების მხარეებს გადაეგზავნება. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი,საუბარი ძირითადად საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის შერბილების შესაძლებლობას შეეხო.