საქართველოსა და თურქმენეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისია შეიქმნა
საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის მთავრობებს შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავის კოლეგასთან, თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრთან, ბაირ აბაევთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ქართულ-თურქმენული მთავრობათაშორისი კომისიის შესახებ.
საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობის განვითარებისა და განმტკიცების ხელშეწყობისთვის იმუშავებს. მათ შორის მნიშვნელოვანია უცხოური კაპიტალისა და ტექნოლოგიების მოზიდვის, პროგრამების შემუშავებისა და შეთანხმების ხელშეწყობის, სამეცნიერო-ტექნიკურ საკითხებში გამოცდილების გაცვლის, საინვესტიციო პროექტებში ორმხრივი მონაწილეობის, ფინანსური ჯგუფების შექმნის, ერთობლივი წარმოებისა და სამეწარმეო სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები.