„როგორ უნდა შეფასდეს სააკაშვილის წარმომადგენლების ამგვარი გულწრფელი მტრობა? ეს ჩვეულებრივი ღალატია!“

აზერბაიჯანელი ბლოგერი მიხეილ სააკაშვილისა და ევროსაბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების – გიორგი კანდელაკისა და ჩიორა თაქთაქიშვილის შესახებ წერს.
როგორც aze.az-ში გამოქვეყნებულ ბლოგში ეინულლა ფანტულაევი აღნიშნავს, ის, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტიდან ევროდეპუტატებმა ამოიღეს ფორმულირება ყარაბაღში სომხეთის საოკუპაციო ხასიათის ექსპრესიონიზმის შესახებ, გასაკვირი არ იყო, მაგრამ დღის სენსაციად იქცა ქართველი დეპუტატების გიორგი კანდელაკის და ჩიორა თაქთაქიშვილის საქციელი.
სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ რეზოლუციის საბოლოო ვარიანტში ჩაწერილიყო პარაგრაფი, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებას დაკისრებოდა პასუხისმგებლობა ბაქოში ეუთოს ოფისის გაუქმებაზე.
„თუმცა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის დელეგაციის ყველა არგუმენტის იგნორირებით, სომხურ ლობისტ დეპუტატებთან ერთად, სწორედ კანდელაკმა და თაქთაქიშვილმა მიიღეს ამ ავბედითი პარაგრაფის მიღების გადაწყვეტილება. ძალიან საეჭვოა, რომ ქართველ ოპოზიციონერებს ამ თამაშში საკუთარი ნებით, ლიდერის გადაწყვეტილების გარეშე მიეღოთ მონაწილეობა. ყველა ალბათობით, დეპუტატებს მხარდაჭერა სააკაშვილის, ან მისი უშუალო მოადგილის, დავით ბაქრაძისგან ჰქონდათ. როგორ უნდა შეფასდეს სააკაშვილის წარმომადგენლების ამგვარი გულწრფელი მტრობა? ეს ჩვეულებრივი ღალატია! რა თქმა უნდა, ქართველ დეპუტატებს და თავად სააკაშვილს შეუძლიათ იპოვონ ბევრი სიტყვა თვის დასაცავად და გასამართლებლად, მაგრამ სიტყვებს გარკვეული ქმედებების შემდეგ ივიწყებენ. და აი ქართველი, უხილავი მარიონეტის მიერ მართული დეპუტატების საქციელი. როგორც ჩანს, ამ უხილავი მარიონეტის ახალ ტექნოლოგიებში, აზერბაიჯანის კრიტიკოსთა შორის უნდა იყოს პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლობა და აქტივისტები, რათა დაინახოს მსოფლიომ, როგორი ფართომასშტაბიანი ხასიათისაა ანტიაზერბაიჯანული ფრონტი, რომ ქართველები და უკრაინელები ვერ იტანენ მეზობელ აზერბაიჯანში დესპოტურ ხელისუფლებას“, – წერს ეინულლა ფანტულაევი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები