დედაქალაქის მერია: თბილისის მერიისთვის ვერეს ხეობაში „ქართული მანჰეტენის“ მოწყობის პროექტი არავის წარუდგენია

თბილისის მერიისთვის ვერეს ხეობაში „ქართული მანჰეტენის“ მოწყობის პროექტი არავის წარუდგენია – ამის შესახ დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც მერიაში აცხადებენ, შესაბამისად, მათთვის არ არის ცნობილი, რას წარმოადგენს პროექტი, რომელიც ვერეს ხეობის „ქართულ მანჰეტენად“ ქცევას ითვალისწინებს.
“მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ პროექტის ინიციატორებს დედაქალაქის მერიისთვის არანაირი ინიციატივით ამ დრომდე არ მოუმართავთ. შესაბამისად, არ ვიცით, რას წარმოადგენს პროექტი, რომელიც ვერეს ხეობის ქართულ მანჰეტენად ქცევას ითვალისწინებს.
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით შექმნილი უწყებათშორისი კომისია აქტიურად მუშაობს, რათა შესაბამისი კვალიფიციური ექსპერტების ჩართულობით შემუშავდეს ვერეს ხეობის შემდგომი განვითარების გეგმა. აღნიშნული კომისიის მორიგი სხდომა თბილისის მერიაში სწორედ დღეს 20:00 საათზე გაიმართება“,-ნათქვამია მერიის სპეციალურ განცხადებაში. დღეს საზოგადოების ერთმა ჯგუფმა გაავრცელა ინიციატივა ვერეს ხეობაში „ქართული მანჰეტენის“ მოწყობის შესახებ. როგორც იდეის ავტორები აცხადებენ, ისინი გეგმავენ ინიციატივით შესაბამის უწყებებს მიმართონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები