ჰომეოპათიის აკადემიის სტრესების ცენტრი სტიქიით დაზარალებულებს მცენარეულ წამლებს უფასოდ გადასცემს

ჰომეოპათიის აკადემიის სტრესების ცენტრი სოციალურ აქციას მართავს. ცენტრის მიზანია, სტიქიის შედეგად გამოწვეული სტრესის პრევენცია და მისი ჩამოყალიბების შემთხვევაში უკვე მკურნალობის დაწყება,- ამის შესახებ ჰომეოპათიის აკადემიის პრეზიდენტმა თინა თოფურიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
აქციის ფარგლებში მომხმარებელს სპეციალურად დამზადებული მცენარეული წამლები სრულიად უფასოდ გადაეცემათ, მათი თუნდაც ერთჯერადი მიღება კი უზრუნველყოფს, რომ მიღებული უარყოფითი ინფორმაციის და ფაქტის საფუძველზე არ მოხდეს ენგრამის დაფიქსირება, ემოცია ქვეცნობიერში ან ცნობიერში ვერ გადავიდეს და მას არ მოჰყვეს შემდგომი გამოვლინებები.
„ჩვენი ცენტრი ამ კუთხით ჩერნობილის კატასტროფიდან მოყოლებული მუშაობს. სტრესი – ეს არის ორგანიზმის რეაგირება არაადეკვატურად ძლიერ გამაღიზიანებელზე. გარდა ინდივიდუალური სტრესებისა, არსებობს კატასტროფები, რომელთა დროსაც ადამიანები ისტრესებიან. როდესაც სტრესი მწვავეა, რომ არ გართულდეს და არ განვითარდეს პოსტსტრესული დაზიანებები და სიმპტომატიკა. შესაძლოა, მომხდარი ფაქტის შემდეგ მაშინვე არ გამოვლინდეს სტრესი და ეს გარკვეული პერიოდის მერე მოხდეს.
არის სხვადასხვა დონის და მოქმედების წამლები – ცალკე იმათთვის, ვინც ამას ტელევიზორიდან უყურებდა და უარყოფით ემოციას იღებდა, სხვა წამლებია მათთვის, ვინც სახლ-კარი დაკარგა, სხვა წამლებია მათთვის, ვინც მუშაობდა სტიქიის ზონაში. სტრესის ერთ-ერთი ნიშანია კუჭის აშლილობა, ფაღარათი. არ შეგაშინოთ ამ რეაქციამ. ეს არის ჯანმრთელი ორგანიზმის რეაგირება სტრესზე. სტრესს თავის ფაზები აქვს, არის დეპრესიის, აღგზნების, ფიქსირების ფაზა . მასობრივი კატასტროფების შემდეგ ყველაზე ხშირია შიშის ფიქსაცია და ამის შემდგომ ფობიური ნერვოზის განვითარება. ამ ეტაპისთვის აუცილებელია სტრესის პროფილაქტიკა, ნებისმიერი უარყოფითი ემოცია იწერება, როგორც ენგრამა და ჩვენს მეხსიერებაში გროვდება. ამის ნაწილი ცნობიერში ხდება, ნაწილი ქვეცნობიერში გადადის და შესაძლოა, წლების შემდეგ იჩინოს თავი, რაღაც სიტუაციამ მოგაგონოს და რეზონანსში მოვიდეს შენს გადატანილ ემოციასთან. ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ სპეციალურ მცენარეულ პრეპარატებს, რომელთა ერთჯერადი მიღებაც კი ხელს უშლის ამ ენგრამის დაფიქსირებას.
იმ ადამიანებს, ვინც დროულად მიიღო ეს წამალი, ახსოვთ მოვლენა, რომელსაც აღარ აქვს შეფერილობა და კვალი არ დატოვა მათში. ეს წამლები აბსულუტურად მცენარეულია და მხოლოდ ჰომეოპათიურ აფთიაქში ნახავთ. ეს არ არის კომერცია, ეს არ არის ბიზნესი. ჩვენ ყველას უსასყიდლოდ გადავცემთ წამალს. ძირითადი აქცენტი ბავშვებზე გვაქვს. ჰომეოპათიას გვერდითი მოვლენები საერთოდ არ გააჩნია და, შესაბამისად, წამალი სრულიად უსაფრთხოა. ჩვენი წამლები მიიღება ძილის მოსაწესრიგებლად, ფორიაქის მოსახსნელად და ასე შემდეგ.. ამ დროს მათ არა მარტო ერთჯერადად ვასმევთ, არამედ ვატანთ კიდეც წამლებს. წამალი არის წვეთების სახით და სრულიად უფასოა. ეს არის სოციალური აქცია .
მსურველებს შეუძლიათ ფალიაშვილის 43 ნომერში შაბათს, 13:00 საათიდან – 17:00 საათამდე მობრძანდნენ. საჭიროებისამებრ, შესაძლოა, აქცია კვირა დღეს ან მომდევნო შაბათ-კვირასაც გაგრძელდეს“,- განაცხადა თინა თოფურიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები