დავით ნარმანია: GWP-ს გამწმენდ ნაგებობას მოხალისეებთან რაიმე სახის შეხება არ ჰქონია
„GWP-ს გამწმენდ ნაგებობას მოხალისეებთან რაიმე სახის შეხება არ ჰქონია“,-ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა. დავით ნარმანიამ ასევე მოწამვლის ფაქტებიც უარყო.
„ძლიერი წვიმისა და მოვარდნილი წყალდიდობის დროს რამდენიმე ადგილას დაზიანდა, მდინარე ვერეს ხეობასთან, კომპანია GWP-ს საკუთრებაში არსებული გამწმენდი ნაგებობა, თუმცა მას მოხალისეებთან რაიმე სახის შეხება არ ჰქონია და, მით უმეტეს, მოწამვლის ფაქტები არ ყოფილა. დაზიანებები იყო ისეთ ადგილას, სადაც მუშაობს მძიმე ტექნიკა და სადაც მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები საყრდენი კედლებისა, შესაბამისად, კომპანია GWP-მ მიიღო დროებითი ზომები ამასთან დაკავშირებით და გუშინ ასევე წარმოადგინეს საკითხის მოგვარების გრძელვადიანი გეგმა“,-დასძინა მერმა.
ცნობისთვის: გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შანიძის ქუჩაზე სასმელ წყალში ფეკალიები აღმოაჩინეს და ასევე ვერეს ხეობაში კანალიზაციის კოლექტორი დაზიანდა და იმ ადგილებში მიედინებოდა, სადაც მოხალისეები გაწმენდით სამუშაოებს ატარებდნენ.