ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს იუბილეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსებიდან 21 წლისთავს ულოცავს, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ოფიცუიალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.
ირაკლი ღარიბაშვილი მადლობას უხდის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის მთელ პირად შემადგენლობას მაღალი პროფესიონალიზმისთვის და მათ წარმატებებს უსურვებს. „დაარსებიდან 21 წლისთავს ვულოცავ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, მის პირად შემადგენლობას, სამსახურის ხელმძღვანელებს, ყველა თანამშრომელს, რომლებიც ერთგულად დგახართ საქართველოს უსაფრთხოების სადარაჯოზე. ჩვენ ვამაყობთ, რომ დღეს საქართველოს ჰყავს მაღალი დონის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დაცვის სპეციალური სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო მთელ პირად შემადგენლობას მაღალი პროფესიონალიზმისთვის, თავდაუზოგავი და ღირსეული სამსახურისთვის. წარმატებებს ვუსურვებ მათ“, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვის ტექსტში.