ფეხბურთის ფედერაციასთან გულშემატკივრები საპროტესტიო აქციას მართავენ

ფეხბურთის გულშემატკივრები ფეხბურთის ფედერაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ და მოითხოვენ, რომ BILETEBI-GE-ს ბილეთების გაყიდვის უფლება ჩამოერთვას.
ამასთან, აქციის მონაწილეები გამოთქვამენ სურვილს, რომ ბილეთები ისეთ საიტზე გაიყიდოს, სადაც ბილეტების შეძენაზე პრობლემა არ შეექმნებათ. მათი სურვილია რომ ბილეთები უეფას ოფიციალურ საიტზე შეიძინონ. მათი მტკიცებით, “BILETEBI-GE-მ , აღებული ვალდებულება ვერ შეასრულა. “ჩვენ ამის შესახებ შევთავაზეთ რეზი არველაძეს, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ შევხვდით. თუმცა, მისგან აბსურდული პასუხი მივიღეთ, რომ ამ შემთხვევაში ბილეთების ყიდვაში უპირატესობა ექნებათ უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს, რადგან მათ უფრო სწრაფი ინტერნეტი აქვთ და ისინი უფრო მალე შეძლებენ ყიდვას. ეს არის უსაფუძვლო განცხადება“,-განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
ფეხბურთის ფედერაციასთან ამ წუთებში რამდენიმე ათეული გულშემატკივარი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები