საქართველოში წვიმა და ელ-ჭექია მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

უახლოესი დღეების განვალობაში საქართველოს მთელს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი, – ამის შესახებ “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

გვაზავას ინფორმაციით, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ელ-ჭექით. შესაძლებელია სეტყვაც.

“ხვალ საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით კარგი ამინდი იქნება, მომდევნო დღეებში კი მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვაც. საგანგაშო არაფერია, მდინარეების დონემ შესაძლოა შედარებით მოიმატოს, თუმცა ეს წვიმის შემდეგ უჩვეულო მოვლენა არა არის“, – განუცხადა “კვირას“ დოდო გვაზავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები