Biletebi.ge – მათ ვისაც თანხა დაებლოკათ ბლოკი მოეხსნებათ და კუთვნილი თანხა უკან დაუბრუნდებათ
biletebi.ge მომხმარებელს ბოდიშს უხდის და უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უეფასგან ინტერნეტმაღაზიამ თანხა მიიღო.
როგორც რუსთავი2-თან საუბრის დროს ქართული ინტერნეტმაღაზიის ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ჩხიკვიშვილმა განმარტა, ეს იყო საკომისიო შესრულებული სამუშაოსი და ინტერნეტმაღაზია ამ თანხას იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ ის ამ სამუშაოს შეასრულებდა.
ტექნიკური დირექტორის განცხადებითვე, მათ დამატებითი სანქციები არ დაეკისრებათ, თუმცა ფინანსურად მაინც დაზარალდნენ.
“ჩვენ მთელი რიგი ტექნიკური სამუშაოები გავწიეთ, ასევე დავიწყეთ ბილეთების ბეჭდვა, შესაბამისად ეს უკვე ზარალია ჩვენთვის, რადგან ჩვენ ჩვენი სამუშაოს შესრულება ვერ მოვახერხეთ, შესაბამისად, თანხასაც ვერ მივიღებთ. მოქალაქეებს, რომლებსაც თანხა დაებლოკათ, ხოლო ბილეთი ვერ შეიძინეს, ბლოკი მოეხსნებათ და კუთვნილი თანხა უკან დაუბრუნდებათ”, – განაცხადა გიორგი ჩხიკვიშვილმა.