სააკაშვილი – საქართველოში ჩემი გუნდი გადაიწვა, უკრაინაში კი ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც არ დაღლილა

ჩემი გუნდი საქართველოში გადაიღალა და გადაიწვა, – ეს განცხადება ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „სიტყვის თავისუფლების“ ეთერში გააკეთა. მისი თქმით, ის მოსაზრება, რომ საქართველოში რეფორმების გატარება მისი შედარებით მცირე ზომების გამო ადვილი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება.
„საქართველოში ჩემი გუნდი გადაიღალა და გადაიწვა, უკრაინაში კი ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც არ დაღლილა და რომლებიც მზად არიან, საკუთარი ქვეყანა გადაარჩინონ. ის ქართველები, რომლებიც აქ არიან, ისინი უკვე უკრაინელები არიან“, – აცხადებს სააკაშვილი. მისი აზრით, უკრაინის პრობლემა ის კი არ არის, რომ იქ ადამიანები არ არიან, არამედ ის, რომ იქაც, ისევე როგორც საქართველოში, ძალზე მწირი ელიტაა. „ერთი და იგივე ხალხი წრეზე დადის 25 წლის განმავლობაში. ხან მთავრობაში არიან, ხან ოპოზიციაში, ხან ბიზნესში – ეს მოჯადოებული წრეა. ეს კარუსელია, რომლიდანაც ჩამოსვლა ამათ არ სურთ, მაგრამ ის უნდა გავაჩეროთ და ვუთხრათ – გეყოთ „კატაობა“, ჩამოდით და ახალგაზრდებს დაუთმეთ ადგილი. უკვე 25 წელია „კატაობთ“ – საკმარისია“, – ამბობს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები