biletebi-ge-ს პრობლემის აღმოსაფხვრელად ვადა 48 საათი აქვს

biletebi-ge-ს პრობლემის აღმოსაფხვრელად ვადა 48 საათი აქვს. აღნიშნული განცხადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ უეფასთან ონლაინკონსულტაციის შემდეგ მათზე დაყრდნობით გააკეთა.

ამის გათვალისწინებით, მომდევნო 48 საათის განმავლობაში ბარსელონა-სევილიას მატჩზე დასასწრები ბილეთები არ გაიყიდება.

„25 ივნისს 17:30 საათზე იქნება მორიგი კონსულტაცია უეფასთან, რომლის დროსაც შეფასდება, აღმოფხვრა თუ არა biletebi-ge-მ პრობლემები. იმ შემთხვევაში, თუ ეს პრობლემები ვერ აღმოიფხვრა, ფედერაცია და უეფა გადავლენ გეგმა “ბე”-ზე“, – განაცხადა სიჭინავამ. რაც შეეხება გეგმა „ბე“-ს ფედერაციის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია თუ რას ითვალისწინებს გეგმა “ბე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები