ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ კლიმატის ცვლილების ახალი ხელშეკრულებისათვის, საქართველოს ვალდებულების ამსახველი დოკუმენტი – „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი“ გააცნო.

დოკუმენტის მიხედვით საქართველო 2030 წლისათვის 15%-ით შეამცირებს „სათბურის გაზების“ ემისიებს. დოკუმენტი – “ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი” ეფუძნება დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიის (LEDS) მომზადებისას მიღებულ შედეგებს. დაბალემისიანი განვითარების სტრატეგია წარმოადგენს ეროვნული დონის, კონკრეტულ ქვეყანაზე მორგებულ სტრატეგიულ გეგმას, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად და სათბურის გაზების ემისიების გრძელვადიანი ტრაექტორიების შესამცირებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები