სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან გაფუჭებული სურსათის გატანა დაიწყო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ, ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმო შპს ,, ერისთავი + XXI საუკუნე“-დან სტიქიის შედეგად გაფუჭებული და დაზიანებული სურსათის გატანა დაიწყეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მავნებლად მიჩნეული სურსათის ამოღება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საწარმოში ამოტუმბვითი ღონისძიებები დასრულდა.

“გაფუჭებული სურსათი თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე (ნორიოს ნაგავსაყრელზე), სპეციალისტების ზედამხედველობით, კანონმდებლობის სრული დაცვით განადგურდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა სურსათის გატანის პარალელურად საწარმოს ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაც დაიწყეს. ღონისძიება პრევენციულ ხასიათს ატარებს“,-აცხადებენ სურსათის ეროვნული სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები