მტკვარში გადამხტარ მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ

გალაკტიონის ხიდიდან მტკვარში გადამხტარ მამაკაცს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. ამის შესახებ „კვირას“ 112-იდან აცნობეს. მათივე ცნობით, სამძებრო სამუშაოები მდინარე მტკვარში ისევ გრძელდება.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი, ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ტაქსის მძღოლს ავტომობილი გააჩერებინა და მოულოდნელად ხიდიდან გადახტა. ტაქსის მძღოლი სამართალდამცველებმა დასაკითხად გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები