მდინარე ვერეს ხეობაში მაშველებმა ავტომობილები აღმოაჩინეს (ვიდეო)
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მდინარე მტკვრისა და მდინარე ვერეს შესართავთან არსებულ გვირაბში სამძებრო სამუშაოები განახორციელეს. არსებული ურთულესი სამუშაო პირობების მიუხედავად, მოხდა 900-მეტრიანი გვირაბის დეტალური დათვალიერება, ასევე. პარალელურად, მიმდინარეობდა, დაკარგული პირების სამძებრო ღონისძიებაც. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მაშველებმა აღმოაჩინეს ორი ავტომობილი.