მიხეილ სააკაშვილმა ოდესის პროკურორად ზურაბ ადეიშვილი დანიშნა
ოდესის გუბერნატორმა მიხეილ საააკშვილმა ოლქის პროკურორად საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი დანიშნა. უკრაინული მედიის ცნობით, ადეიშვილი ოდესაში უახლოეს მომავალში ჩავა. „ჩვენი ჯგუფის მიზანია – გადავცეთ უკრაინას ის გამოცდილება, რაც გვაქვს კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხში. უნდა შევიმუშაოთ ანტიკორუფციული საკანონმდებლო პაკეტები. პრუკურატურაში უკვე შეიქმნა ანტიკორუფციული სამსახური, რომელშიც ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები მუშაობენ“, – აცხადებს ადეიშვილი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ოდესის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსად საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გია ლორთქიფანიძე დაინიშნა.