სერგეენკო: ვერეს წყალი სასმელად არ გამოიყენება, ამიტომ მასში კანალიზაციის წყლის ჩადინებას პრობლემა არ შეუქმნია

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განმარტებით, მდინარე ვერეს წყალი სასმელად არ გამოიყენება, ამიტომ მასში კანალიზაციის წყლის ჩადინებას პრობლემა არ შეუქმნია. დავით სერგეენკომ საკითხზე კომეტარი ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
“მდინარე ვერეს წყალი სასმელად არსად არ გამოიყენება, შესაბამისად, ამას პრობლემა არ შეუქმნია. რაც შეეხება იმას, რომ თვითონ წყალი დაბინძურდა, სადაც ადამიანები შედიოდნენ და სამაშველო სამუშაოებს ახორციელებდნენ, ეს ჩვენი ქცევის პროტოკოლს არ ცვლის და რეკომენდაციები, რომ კანის დაზიანების შემთხვევაში მიემართათ ექიმისთვის, ამ ვითარებაშიც სამართლიანია. კიდევ უფრო დავაზუსტებ: ჩვენ ვიცოდით თუ არ ვიცოდით და ვამბობთ, რომ ვიცოდით, ეს რისკფაქტორებს და ქცევის პროტოკოლს არ ცვლის ეპიდსაშიშროების შემთხვევაში, იმიტომ რომ, სასმელ წყლად არ გამოიყენება ვერეს წყალი და მაშველების შიგნით შესვლის დროს კი, ისედაც მაღალი იყო კანის დაზიანების შემთხვევაში ინფექციის რისკი. სწორედ ამიტომ მიმართავდნენ ისინი სამედიცინო დაწესებულებებს”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები