Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის დონე გაუმჯობესდა
უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშში “სახელმწიფოები გარდამავალ პერიოდში 2015” აღნიშნულია, რომ დემოკრატიის გაუმჯობესება ევრაზიის რეგიონში მხოლოდ ორ ქვეყანაში მოხდა: საქართველოში, სადაც 2014 წელს პირველად ჩატარდა მერის პირდაპირი წესით არჩევნები და უკრაინაში.
Freedom House-ის ანგარიში 2014 წლის მონაცემებს მოიცავს და აღმოსავლეთ ევროპის, პოსტსაბჭოთა სივრცისა და ბალკანეთის 29 ქვეყანას ეხება.
კვლევის მიხედვით, 7 ქულიანი შკალიდან, სადაც 1 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია, ხოლო 7 ავტორიტარიზმის ნიშანი, საქართველოში დემოკრატიის დონე 4,64 ქულით შეფასდა.
ამავე ჯგუფში მოხვდნენ: მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, უკრაინა და მოლდავეთი.
სრულად დემოკრატიული ქვეყნების რეიტინგში კი, სლოვენია, ესტონეთი, ლატვია, ჩეხეთი, პოლონეთი, ლიტვა და სლოვაკეთი მოხვდნენ. რაც შეეხება ყველაზე ავტორიტატული რეჟიმის ქვეყანების ჯგუფს, ეს ქვეყნებია: ტაჯიკეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსია, აზერბაიჯანი, თურქმენეთი და უზბეკეთი. ანგარიში 2014 წლის 1-31 დეკემბრის პერიოდს მოიცავს.