მიხეილ სააკაშვილი ოდესის პროკურატურას ადანაშაულებს
ოდესის ოლქში ინერტული მასალების უკანონო ბიზნესის მფარველობაში ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი პროკურატურას ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
„ვინ „კრიშავს“ ინერტული მასალების მოპოვებას? ვისია ეს ბიზნესი? ოდესაშიც და ოდესის ოლქშიც ეს პროკურატურაა. რატომ პროკურატურა? იმიტომ რომ არ არსებობს სრულყოფილი ლიცენზიის მიღების ლეგალური მეთოდები. როდესაც ლიცენზია არ არის, პროკურატურა შედის და ამბობს – ეს ჩვენი ბიზნესია“, – აცხადებს სააკაშვილი.
მისი თქმით, იქ, სადაც არის სხვადასხვა უწყებას შორის უფლებების დუბლირების შესაძლებლობა, ყოველთვის იქნება კორუფცია და ძალზე ხშირად ამ სქემებში სამართალდამცველი ორგანოები მონაწილეობენ, რომლებიც ამ ბიზნესს მფარველობენ. „ეს პრაქტიკა უნდა დამთავრდეს“, – ამბობს სააკაშვილი.