ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის კორექტირება არ შეეხება
დავით სერგეენკოს თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი კორექტირებას არ დაქვემდებარებია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც სერეგეენკომ განმარტა, უწყება უბრალოდ ადმინისტრაციულ ხარჯებს ზოგავს, დაზოგილ რესურსებს კი კაპიტალურ ხარჯებში ანაწილებს. “ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი კორექტირებას არ დაქვემდებარებია. არის ის, რაც იყო, უბრალოდ, ვზოგავთ ადმინისტრაციულ ხარჯებს და ამ ხარჯებს ვანაწილებთ კაპიტალურ ხარჯებში. დღეის მდგომარებით, დაზოგილი გვაქვს 200 000-ზე მეტი, ასე რომ კორექტირება არ შეხებია არც ერთ იმ პროექტს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. ახალი ბიუჯეტითაც ყველა პროექტი გრძელდება”, – აღნიშნა სერგეენკომ.
სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 140 მილიონი ლარით მცირდება.